პროექტის მოკლე აღწერა: დავიცვათ მსოფლიო ოკეანისა და ხმელეთის წყლები გაჭუჭყიანებისგან.
პროექტის სრული აღწერა: წყალი ადამიანის და ყველა ცოცხალი ორგანიზმისთვის აუცილებელი საარსებო საშუალებაა. ჩვენი სიცოცხლე ხომ სწორედ წყლის არსებობით არის განპირობებული, მაგრამ მიუხედავად ამისა პრობლემა მაინც ჩნდება. ეს გამოწვეულია მსოფლიო ოკეანეებისა და ხმელეთის წყლების დაბინძურებით, რავ დღითიდღე მატულობს. მსოფლიო ოკეანე მეტად მრავალფეროვანია ორგანული სამყაროთი. ის ადამიანის საკვების მოპოვების მნიშვნელოვანი წყაროა, მაგრამ ადამიანებს შეექმნათ წარმოდგენა, რომ ოკეანის სიმდიდრე ულევია, ამოტომ სარეწაო თევზებისა და სხვა ბინადართა გადაჭარბებულმა რეწვამ დიდი ზეგავლენა მოახდინა ოკეანის ბინადართა რიცხვის მნიშვნელოვნად შემცირებაზე. მსოფლიო იკეანის წყალი ძლიერ ბინძურდება ნავთობის მოპოვებისა და გადაზიდვის შედეგად, რაც დამღუპველად მოქმედებს ოკეანის ორგანულ სამყაროზე.
მდინარეებს ოკეანეებსა და ზღვებში ჩააქვთ მომწამლავი სამრეწველო ნარჩენები და მინდვრებიდან გადარეცხილი სასუქი, ამ ყველაფერს ემატება საყოფაცხოვრებო ჭუჭყიანი წყალი და რადიოაქტიური ნივთიერებები.
მოსწავლეთა ასაკი, კლასებ ი–13 წლის, VIII კლასელები.
ვადები, ხანგრძლივობა–2თვე
პროექტის შესაძლო აქტივობები:კვლევა, ძიება, დისკუსიის გამართვა მოძიებულ ინფორმაციებზე, ალბომის შექმნა, გეოგრაფიული ნახაზების გაკეთება და ნამუშევრების განთავსება ბლოგში.
პროექტის მოსალოდნელი შედეგები: შეიქმნას ბლოგი, სადაც მოსწავლეები გამოააქვეყნებენ თავიაანთი ექსპერიმენტული დაკვირვების შედეგებს, შეადგენენ ცხრილებსა და დიაგრამებს წყლის ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ. გადაღებული სურათებით, შესრულებული ნახატებით აწყობენ გამოფენას.
სარგებელი სხვებისათვის: პროექტის განხორციელების შედეგად მოსწავლეები მეტს შეიტყობენ წყლის როლზე მცენარეთა, ცხოველთა და ადამიანის ცხოვრებაში. ბავშვები გაიგებენ რა ზიანი მოაქვთ საწარმოებსა და ფაბრიკებს, ქარხნებს წყლის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე. უკეთ გაეცნობიან გარემოს. ბავშვები განიხილავენ ხელოვნების ნიმუშებს.
სამუშაო ენა: ქართული
საგნებთან | ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარებს:
ბიოლოგიაში, გეოგრაფიაში–შეისწავლიან წყლის როლს მცენარეთა, ცხოველთა
და ადამიანთა ცხოვრებაში.
ქიმიაში–იღებენ წყლის სინჯებს ახდენენ მათ ანგარიშს.
ეკოლოგიაში–არკვევენ თუ რა ზიანი მოაქვთ საწარმოებს, ფაბრიკებსა და ქარხნებს წყლის ეკოლოგიური მდგომარეობისათვის.
ლიტერატურაში–რომელი მწერლისა თუ პოეტის შემოქმედებაში ჰპოვა ასახვა წყალმა, რა თქმულებები თუ ხალხური შემოქმედების ნიმუშებია მათზე შექმნილი.
ხელოვნებაში–მდინარის, ზღვის ოკეანის ამსახველი ნახატების შექმნა.
საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებაში–ინტერნეტში მასალების მოძიება დამუშავებით, ვებ–გალერეაში სურათების ატვირთვით და სხვა.
მონაწილეობა სხვა სკოლებიდან: წყაროსთავის საჯარო სკოლის VIII კლასელები.
პროექტის სურათების შემდგენელი–გიორგი როჭიკაშვილი.
No comments:
Post a Comment